რა არის ბიორევიტალიზაცია?
ბიორევიტალიზაცია ეს არის პროცესი, რომელიც იწვევს კანის ბუნებრივ კოლაგენის გამომუშავებას და უჯრედების გაახალგაზრდავებას ჰიალურონის მჟავას შრატების ინექციის გზით. იგი უზრუნველყოფს ბუნებრივ შევსებას, ეს ნივთიერება ჰიდროფილურია – წყალს დიდი რაოდენობთ იზიდავს. ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენს ქსოვილებში ბუნებრივად გამომუშავებული HA იკლებს და კანის გაუწყლოება ხდება, ჩნდება დაბერების ნიშანი.
ბიორევიტალიზაციის საშუალებით, ჰიალურონის მჟავის დამატენიანებელი ეფექტი კვებავს კანს ღრმად უჯრედულ დონეზე და შედეგად ვიღებთ ელასტიურ, ახალგაზრდულ კანს შემცირებული ნაოჭებით და გაუმჯობესებული კანის სტრუქტურით.
ეფექტურია კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად – და ითვლება როგორც ერთერთი ძლიერი იარაღი დაბერების ნიშნების შესაჩერებლად.
გამოიყენება სახის ნაკვთების მოცულობის შესაქმნელად.
კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ HA-ს შემავსებელი ეფექტი დიდხანს გრძელდება, იგი ახდენს კოლაგენის წარმოქმნის სტიმულაციას ჯვარედინი ბმით მიღებული HA შემავსებლით და ელასტინის წარმოშობისა და მის ფუნქციური რაოდენობრივვ რეგულირებას, რაც ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას.
ბიორევიტალიზაციის პროცედურები შესაძლებელს ქმნის რომ მისი საშუალებით კანს მიაწოდოს დამატებითი რაოდენობით ჰიალურონი, რაც შედეგად გვაძლევს კანში ფუნქციური და ბიოლოგიური აქტივობების ზრდას ,ფიბრობლასტების და ჯანსაღი უჯრედული მეტაბოლიზმის სტიმულირებისთვის. რაც თავისთავად კანქვეშა ქსოვილებში არსებული სისხლის მიმოქცევის და წყალმარილოვანი ცვლის ფუნქციური მატებას ახდენს. შედეგად ლოკალურად კანში ძლიერდება ფუნქცია ელასტინის, კოლაგენის სინთეზის და ვიღებთ ერთფეროვან, ელასტიურ, ასაკობრივად გაჯანსაღებულ კანს.
პროცედურა ტარდება ზედაპირულად ინექციური ან აპარატურული მეთოდით, არის უმტკივნეულო და ძირითადად ტარდება აპლიკაციური ანესთეზიის ქვეშ.
რა სარგებელი მოაქვს ბიორევიტალიზაცია?
• კანის ტონის და ელასტიურობის გაუმჯობესება
• „აწეული“ ეფექტი
• წვრილი ხაზების და ნაოჭების გასწორება
• გაუმჯობესებული ცირკულაცია და ფერი კანში
• სწრაფი შედეგები – კანის სტრუქტურა და ფერი გაუმჯობესებულია, ხშირად პირველივე სესიის შემდეგ
• კანში HA-ს ბუნებრივი წარმოების ზრდა
• კანის რეზისტენტობის გაზრდა თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების მიმართ და კანის რეგენერაციის უნარი
• მინიმალური ინვაზიური პროცედურა შეფერხების გარეშე
რა განსხვავებაა ბიორევიტალიზაციასა და მეზოთერაპიას შორის?
ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია კანის გაახალგაზრდავების ორივე ეფექტური, არაქირურგიული მეთოდია, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტექნიკურად პროცეედურის პროცესის მიმდინარეობით თითქმის მოიცავს HA-ს კანში შეყვანას, ბიორევიტალიზაცია ახდენს ჯვარედინი HA-ს განთავსებას, ზედაპირულად კანქვეშ, კანის გაახალგაზრდავების სტიმულირებისთვის. ხოლო მეზოთერაპიის დროს ვიყენებთ სინთეზირებულ კოქტეილის ნარევს, რომელიც მოიცავს არაჯვარედინი HA, ვიტამინებს, პეპტიდებს ან მედიკამენტებს, რითაც ვახდენთ კანში ინექციური ან აპლიკაციური მეთოდებით ეგრედწოდებული საკვები ნივთიერებებს კანქვეშ და კანქვეშა ქსოვილებში, კონკრეტულ პრობლემებზე შეყვანას.
ჯვარედინი ჰიალურონის მჟავა, როგორც წესი, სასურველია ბიო რევიტალიზაციისთვის, რადგან ეს არის უფრო მკვრივი კონსისტენციის გელი, რომელიც უფრო დიდხანს ნარჩუნდება აპლიკაციის ადგილას და შეგვყავს ზედაპირულად, მხოლოდ კანის ქვეშ. სწორედ ამ თვისების განსხვავებების გამო კანში HA ინახება უფრო დიდი ხნის განმავლობაში და პროცედურებით თერაპიის შედეგად ხანგრძლივად ვატენიანებთ კანს.
ვინ არის კარგი კანდიდატი ბიორევიტალიზაციის მკურნალობისთვის?
თუ შეამჩნიეთ კანის გაუწყლოების ნიშნები, დახშობა, წვრილი ხაზები ან ნაოჭები, კანის აქერცვლა, ბიორევიტალიზაციის პროცედურა საუკეთესო შედეგს გამოიღებს.
ბიორევიტალიზაცია არ არის მხოლოდ ასაკობრივად გამოვლენილი სიმპტომების შემთხვევაში შედეგიანი, არამედ ის ასვევე პირიქით რეკომენდირებულია, როგორც უჯრედების დაბერების პროფილაქტიკის მიზნით და ნებისმიერი ასაკის მამაკაცებსა და ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ.
პაციენტები რომლებიც: არიან ორსულად, მეძუძური დედები, აქვთ არსებული ან ახლო მომავალში ინფექციური დაავადებები და განსაკუთრებით სააპლიკაციო არესთან სემოფარგლულ ტერიტორიაზე, პროცედურის ჩატარებისაგან აუცილებელია თავის შეკავება.
რამდენი დრო სჭირდება ბიორევიტალიზაციის შედეგების სანახავად?
ძირითად შემთხვევაში შედეგი დაუყოვნებლად დგება და არ დაგჭირდებათ ლოდინი რამდენიმე პროცედურის დასრულებამდე, პირველივე პროცედურის შემდეგ მომატებულია ტონუსი, მომატებულ ელფერს, შესახედაობით და სტრექტურულად გაუმჯობესებულ კანის საფარველს, დატენიანებულ სახის კანს ვიღებთ.
ყოველი შემდგომი პროცედურის შემდეგ კი შედეგი უფრო და უფრო მატულობს, კოლაგენის სტიმულირებული წარმოება გრძელდება მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. სწორედ ამიტომ, ვინაიდან ინექციური გზით შეყვანილის ჰიალურონის მჟავა აქტიური რჩება კანში მისი შეყვანიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ეფექტი ხანგრძლივდება.
რა არის ბიორევიტალიზაციის საერთო გვერდითი მოვლენები?
• მკურნალობის შემდგომი ეფექტებია:
• კანის მცირე შეშუპება.
• დროებითი დისკომფორტი.
მკურნალობის შემდგომი მოვლა:
როგორც წესი, პაციენტებს შეუძლიათ განაახლონ თავიანთი ჩვეული აქტივობები მკურნალობის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა, რეკომენდირებულია მოერიდოთ საუნებს, საცურაო აუზებს და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას 3-დან 7 დღემდე, რათა დაიცვათ თქვენი კანი შეხორცებისას.
ბიორევიტალიზაცია ერთერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა მთელს მსოფლიოში, რადგან ეს არის პრევენციული და აღდგენითი პროცედურები დაბერების საწინააღმდეგო მკურნალობის ეფექტით, რომელიც აღწევს საუკეთესო შედეგებს პლასტიკური ქირურგიის გამოყენების გარეშე. იგი ახდენს პტოზირებული და გაუწყლოვებული კანის გამოცოცხლებას, ლიფტინგს, ელასტიურობას და საჭირო რაოდენობით სწრაფ დატენიენაებას.
რამდენი მკურნალობაა საჭირო?
მკურნალობის გეგმა აუცილებლად არის ინდივიდუალური და მორგებული უნდა იყოს თვითოელუ პაციენზე, კანის პრობლემების და მოთხოვნების შესაბამისად. თუმცა ძირითადად საშუალოდ, მკურნალობის ოპტიმალური რაოდენობა განისაძღვრება 3 პროცედურაა.