ლიპოლიტიკი – ლიპოსაქცია ქირურგიული ჩარევის გარეშე, ინიცირდება სპეციალური კოქტეილი რომელიც შედის ცხიმში და ააქტიურებს ლიპოლიზის პროცესს, შედეგად ხდება ცხიმოვანი მჟავების დაწვა .
პრეპარატის დახმარებით ადვილად იშლებიან და გამოიდევნებიან ორგანიზმიდან ოფლისა და შარდის საშუალებით.
შესაძლებელია სახისა და სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია, საშუალოდ კეთდება 3-5 პროცედურა 12-14 დღიანი ინტერვალით.
არსებობს როგორც სახის, ასევე სხეულის ლიპოლიტიკები, რაოდენობის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად პრობლემური ზონიდან გამომდინარე.
პროცედურა ტარდება 18 წლიდან ზემოთ, სქესობრივი შეზღუდვის გარეშე.
ლიპოლიტიკებს ვიყენებთ არა მხოლოდ ცხიმის დასაშლელად, არამედ ცელულიტთან საბრძოლველად, ლიმფოდრენაჟისა, ქსოვილების გასამკვრივებლად და ლიფტინგისათვის.
ლიპოლიტიკებს აქვს თავისი უკუჩვენებები, ამიტომ პაციენტის ანამნეზი კარგად უნდა იყოს შესწავლილი და სწორედ ამის შემდეგ დაინიშნოს პროცედურა.
ალტერნატივა: აპარატი თუ მასაჟი არ არსებობს. ისინი ერთმანეთს ვერ ცვლიან. აპარატი კარგად ამუშავებს ღრმა ფენებს, ხელს კი კარგად გამოყავს დაშლის პროდუქტები.
წარმატებული მეთოდია ბოლო წლებში ლიპოლიტიკების ინექციები, ცხიმოვანი ხაფანგების უფრო სწრაფად დასაშლელად.