პლაზმოლიფტინგი -კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი უნიკალური პროცედურაა, რომელიც მიიღწევა ორგანიზმის საკუთარი რესურსების გამოყენებით.
შედეგი მიიღწევა კანში ადგილობრივად საკუთარი სისხლის პლაზმის შეყვანისას , რომელიც პაციენტის თვალწინ მისივე სისხლისგან მზადდება.
პლაზმოლიფტინგი ფართოდ გამოიყენება როგორც აღდგენითი პროცედურა, ასევე, გაახალგაზრდავება და ლიფტინგი.
პლაზმა არის სისხლის ყველაზე თხევადი ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად გამდიდრებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტებით: ჰორმონები, მინერალები, ფერმენტები. პროცედურის მომზადების პროცესში უფრო მეტად მდიდრდება ჩვენივე თრომბოციტებით.
სისხლის ეს ელემენტები არამხოლოდ შედედებაზეა პასუხისმგებელი, არამედ შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – ზრდის ფაქტორებს. მათ გააჩნიათ უნიკალური უნარი გაზარდონ კანის ახალგაზრდა უჯრედების აქტივობა, დაასტიმულირონ რეგენერაციის პროცესი და გავლენა მოახდინონ გაახალგაზრდავების ყველა პროცესზე. გარკვეულწილად ეს გამოვლინდება ფიბრობლასტების ფუნქციის გააქტიურებით, შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებით , რომელიც გამოიმუშავებს კოლაგენსს, ელასტინს და ჰიალურონის მჟავას. კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოები წარმოადგენენ შემაერთებელი ქსოვილის ძირითად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს , ასაკის მატებასთან და გარემო მავნე ფაქტორების ზემოქმედებასთან ერთად , ეს პროცესი ირღვევა, ქვეითდება ფიბრობლასტების აქტივობა და კანი იწყებს დაბერებას.
პლაზმის შეყვანის მეშვეობით ეს პროცესები კვლავ აღდგება , აქტიურდება ფიბრობლასტების სინთეზი, კანი იბრუნებს სიმკვრივეს და ელასტიურობას. ხდება ნაოჭების გასადავება , აღდგება კანის იმუნიტეტი, ნორმალიზდება კანის ცხიმოვანი უჯრედების სეკრეცია.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
▪️ასაკობრივი ცვლილებები
▪️წვრილი ნაოჭები
▪️კანის ტონუსის და ▪️ელასტიურობის დაქვეითება
▪️ფოტოდაბერების ნიშნები
▪️კანის სიმშრალე
▪️კუპეროზი
▪️ფტოზი
▪️პრობლემური აკნე
▪️პოსტაკნე
▪️სტრიები
▪️ნაწიბურები
▪️თმის ცვენა
▪️ჭაღარას პრევენცია
პოსტტრავმული პროცედურები (ლაზერული პილინგი, ქიმიური პილინგი, პოსტოპერაციული ნაწიბურები).
▪️კანის ფერის და იმუნიტეტის გაჯანსახება
უკუჩვენებები: მწვავე ინფექციური, სისტემური და სისხლის დაავადებები, ალერგიული აუტანლობა ანტიკოაგულანტებზე, ორსულობა , ლაქტაცუა, სისხლის შედედების დარღვევების დროს.